გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

Vogue და GQ საქართველოში სამოგზაუროდ ეპატიჟებიან

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Vogue and GQ
Vogue and GQ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედია ჰოლდინგთან Conde Nast ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო. 

კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში პოპულარული გამოცემები Vogue და GQ  საქართველოს შესახებ ონლაინ პლატფორმებზე სტატიებს ამზადებენ.

Vogue-სა და GQ-ს ფრანგული გამოცემები საფრანგეთის ბაზარს ფარავს, თუმცა სოციალური მედიის საშუალებით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საფრანგეთთან ერთად დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში გაეცნობიან.

კამპანიის ფარგლებში, პირველი სტატია Vogue-ის ონლაინ გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა- „საუკეთესო გზამკვლევი საქართველოს და ამ ქვეყნის საგანძურის აღმოსაჩენად ერთ კვირაში“ სტატიაში საქართველოს ბუნება, კულინარია, ღვინო და ტურისტული ადგილებია აღწერილი.

„თვალწარმტაცი პეიზაჟებით საქართველოს თავისი მემკვიდრეობით შეუძლია იამაყოს. საქართველოს ხეობები საუკუნოვანი ვენახებითა და მონასტრებითაა დაფარული. 

დათოვლილ მწვერვალებს შორის დაკლაკნილი გზები თითქოს ღრუბლებშია ჩამოკიდებული.  

ეს სრულიად  საკმარისია ლამაზი ბუნებისა და ხელოვნების მოყვარულთა აღფრთოვანებისთვის, რომელთა ყურადღებას ასევე იპყრობს უნიკალური გასტრონომია  და ღვინის კულტურა .

ეს არის მდიდარი სამზარეულოსა და  ღვინის ქვეყანა, რომელიც ღვინის სამყაროს აკვნად ითვლება 8000 წლოვანი ისტორიით.

აქ თქვენ დააგემოვნებთ დაუვიწყარ ხინკალს, მწვადს ან გრილზე შემწვარ ქაბაბს, ასევე  ლობიანს“-წერს Vogue-ის ჟურნალისტი და მკითხველს კახეთს, თბილისსა და ბათუმს აცნობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…