გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“ვმუშაობთ, რომ გავხსნათ პირდაპირი ფრენები ჩინეთის დიდ ქალაქებთან”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
chineli turistebi
chineli turistebi

ვმუშაობთ, რომ საქართველოდან პირდაპირი ფრენები ჩინეთის დიდ ქალაქებთან გავხსნათ, – ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშესაწყობად 2 პირდაპირი რეისი უკვე დაინიშნა. 

“საზღვრებს გარეთ 146-მა მილიონმა ჩინელმა იმოგზაურა. ჩვენ ამ კვირაში დღესასწაულები გვაქვს და ჩინეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვებგვერდზე, საქართველო ტურისტებისთვის პოპულარული ადგილმდებარეობა გახდა. პირდაპირი ფრენები უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. იმისთვის, რომ ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდას ხელი შევუწყოთ 2 პირდაპირი რეისია, თუმცა არა პეკინიდან, არამედ ურუმჩიდან. იმედი მაქვს და ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ პირდაპირი ფრენები ჩინეთის სხვა დიდ ქალაქებთან გავხსნათ”, – აცხადებს ჭოუ ციენი.

ცნობისთვის, 15 სექტემბრიდან, კვირაში 3 სიხშირით თბილისის საერთშორისო აეროპორტში ოპერირებას ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია AIR CHINA დაიწყებს. ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით BOEING 737-800 ხომალდით იფრენს. სამომავლოდ ავიაკომპანია ოპერირების დაწყებას პეკინიდან, შანხაიდან და გუანჯოუდან გეგმავს.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…