გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

Vision Air ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის ზრდას

ყველა სიახლეზე დაბრუნება
tamar ioseliani
tamar ioseliani

ავიაკომპანია Vision Air-ი საქართველოსა და მოლდოვას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას დაიწყო. 2 ნოემბრიდან ავიაკომპანია კიშინეუ – თბილისი – კიშინეუს საჰაერო ხაზზე ავიარეისს შეასრულა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა, Vision Air -ის მიერ ოპერირების დაწყება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის ზრდას, ასევე დადებითად აისახება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე.

„ჩვენ მივესალმებით ქვეყანაში კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ Vision Air-ი მეორე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოსა და მოლდოვას შორის პირდაპირ ავიარეისებს განახორციელებს, რაც იმას მიანიშნებს, რომ იზრდება ინტერესი მოლდოვიდან საქართველოს მიმართ. ასევე აღსანიშნავია ის, რომ Vision Air – ი ეტაპობრივად გაზრდის თბილისი – კიშინეუს რეისის სიხშირეს და საბოლოოდ, საქართველოს დედაქალაქში ფრენას კვირაში სამჯერ შეასრულებს,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

Vision Air – ი ეტაპობრივად გაზრდის ფრენების რაოდენობას, კერძოდ,  13 ნოემბრიდან დაამატებს მეორე სიხშირეს (ხუთშაბათი), ხოლო 16 დეკემბრიდან,  ავიაკომპანია ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს ამჟამად კიდევ ერთი ავიაკომპანია – FLYONE ასრულებს.

Vision Air-ი არის მოლდოვაში რეგისტრირებული ავიაკომპანია, რომელმაც უკრაინულ SkyUp Airlines-თან პარტნიორობით ოპერირება 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…