გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

ვილაჯიო მირზაანი რეზორტის სამომავლო გეგმები

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Villaggio Mirzaani Resort
Villaggio Mirzaani Resort

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში  მდებარე  ტურისტული კომპლექსის  ,,ვილაჯიო მირზაანი რეზორტის” დამფუძნებელი რატი ტოკლიკიშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში ობიექტს ღვინის მარანი, ღია და დახურული აუზები  დაემატება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა დააახლოებით  ₾3 მლნ-ს შეადგენს. ეკოტურისტული ობიექტი ‘’ვილაჯიო“ აქამდე  10 ხის კოტეჯით და რესტორნით იყო წარმოდგენილი.

მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიამ 15-ნომრიანი სასტუმრო გახსნა. 

როგორც ,,ვილაჯიო მირზაანი რეზორტის” დამფუძნებელი აღნიშნავს, დამსვენებლების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა, თუმცა წელს შეიძლება ტენდენცია ოდნავ შეიცვალოს და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდოს.

კერძოდ, რატი ტოკლიკიშვილის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონისთვის რამდენიმე შეკვეთა უკვე   სხვადასხვა  ქვეყნებიდანაა, მათ შორის,  საამიროებიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. ჩინეთის შემთხვევაში კი შეიძლება გავლენა უვიზო რეჟიმის დაწესებამაც მოახდინოს.

ინფრასტრუქტურის პარალელურად  სერვისიც უფრო მრავალფეროვანი ხდება. კერძოდ, მოეწყობა  საკონფერენციო დარბაზები,  ასევე  კვადრო და  საცხენოსნო ტურები, ჩატარდება ღვინის მასტერკლასები  და სხვა.

ტურისტული კომპლექსის ერთ-ერთი უპირატესობა ლოკაციაა. მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ახლომდებარე სასტუმრო ტურისტების ინტერესს ამ კუთხითაც იწვევს.

,,აქტიურად ვემზადებით ზაფხულის სეზონისთვის.  ამ ეტაპზეც, მიუხედავად იმისა, რომ არასეზონური პერიოდია,  საკმაოდ  აქტიური მოთხოვნაა.  თუკი შუა კვირის დღეებში 40-50%-იანი დატვირთულობაა, უქმეებზე ეს მაჩვენებელი 100%-საც აღწევს, რაშიც ადგილმდებარეობაც ძალიან გვეხმარება“, – განმარტავს რატი ტოკლიკიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ,,ვილაჯიო მირზაანი რეზორტი”  2022 წელს გაიხსნა. საწყისი კაპიტალი ₾ 225 000 იყო, საიდანაც  170 000 სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება შეადგენდა.

ტურისტული კომპლექსი 1 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…