გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ჩვენი ფოკუსი ხარისხიანი ტურისტის ჩამოყვანაა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
valeri chekheria
valeri chekheria

“დღეს ხარისხის სერიოზული პრობლემა გვაქვს, ევროპელი ტურისტები  კი ქვეყანაში ამ ხარისხს ზრდიან, ” – ამის შესახებ Salt Projects-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელი ტურისტი ყველაზე სასურველი ტურისტია, მათ შორის, საინტერესო და გადამხდელუნარიანია ბრიტანეთის მიმართულებაც. 

როგორც ჩეხერია განმარტავს,  იმისათვის, რომ ბიზნესმა შექმნას პროდუქტი, მას სჭირდება გარანტია, რომ ქვეყანაში იქნება ისეთი გარემო, სადაც ბიზნესის კეთებას შეძლებს, გათვლის ტურისტების რაოდენობას და ეცოდინება, რომ ნამდვილად სტაბილური და მიმზიდველი პირობებია როგორც  ევროპული, ასევე ამერიკული ბაზრისთვის.

“ისრაელის ბაზარიც ასევე ძალიან საინტერესოა, საიდანაც უმეტესად კაზინოს მომხმარებელი ჩამოდის. ძალიან მნიშვნელოვანია კამპანიების კეთება, ტურიზმის დეპარტამენტისა თუ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან. ფოკუსი არის იმაზე, რომ მაქსიმალურად ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს, თუმცა ჩვენი ფოკუსი არის ხარისხიანი ტურისტის ჩამოყვანა, რომელიც დოვლათს მოუტანს ბიზნესს და მათ ახალი პროდუქტების განვითარებაზე დააფიქრებს”, – განაცხადა Salt Projects-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…