გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ვაჭრობა, გზავნილები, ტურიზმი – როგორია საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური ურთიერთობები

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Georgia - Greece
Georgia - Greece

ექსპორტ-იმპორტი

2023 წელს ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 84 მილიონ 643 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 8.4%-ით აღემატება.

საბერძნეთთან ვაჭრობა ძირითადად იმპორტდამოკიდებულია, თუმცა 2023 წელს საქართველომ საბერძნეთიდან 70 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 4.5%-ით ჩამორჩება.

იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასეთია:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $37.2 მლნ, 36 510 ტონა;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $9.5 მლნ, 278 ტონა;
  • საღებავები და ლაქები ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე, წყლიან გარემოში გახსნილი – $2 მლნ, 1 008 ტონა;
  • დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებები – $1,3 მლნ, 60 ტონა;
  • საღებავები და ლაქები სინთეზური პოლიმერების ან ქიმიურად მოდიფიცირებული საფუძველზე – $998 ათასი, 175 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს 2022 წელთან შედარებით საქართველომ საბერძნეთისგან 213.9%-ით მეტი შემოსავალი მიიღო (14.5 მლნ დოლარი).

2023 წელს ექსპორტირებული საქონლის TOP-5 ასეთია:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $9.3 მლნ, 24 836 ტონა;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან – $1.2 მლნ, 1 214 ტონა;
  • ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან – $904 ათასი, 439 ტონა;
  • თხილი და სხვა კაკალი – $553 ათასი, 104 ტონა;
  • კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი – $417 ათასი, 22 ტონა.

ფულადი გზავნილები

2023 წელს საქართველოში საბერძნეთიდან 243 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა და გამომგზავნი ქვეყნების რეიტინგში ის მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხულ თანხას, გასულ წელს ის მხოლოდ 18.2 მლნ ლარს შეადგენდა.

გასული 10 წლის სტატისტიკის მიხედვით, საბერძნეთიდან ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი 2023 წელს  (243 მლნ დოლარი) და 2021 წელს გამოიგზავნა (240 მლნ დოლარი), ყველაზე ნაკლები კი 2015 წელს – 117.5 მლნ დოლარი. საქართველოდან გაგზავნილი თანხების მოცულობა კი წლების განმავლობაში 10-დან 18 მლნ დოლარამდე მერყეობს.

ტურიზმი

2023 წელს საბერძნეთიდან საქართველოში ჯამურად 22 716 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 52.6%-ით, ხოლო პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებელს 7.4%-ით აღემატება. 

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…