გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

V is for Vino ქართული ღვინის შესახებ ვრცელ სიუჟეტს ამზადებს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
davit songulashvili
davit songulashvili

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ღვინის შოუს  – V is for Vino გადამღები ჯგუფის წევრებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლები ქართული ღვინის შესახებ ვრცელ სიუჟეტს ამზადებენ, რომელიც წლის ბოლოს, V is for Vino ყველა პლატფორმაზე – ოფიციალურ გვერდზე, სოციალური მედიის არხებზე, საკაბელო ტელეარხზე – ReachTV და ამერიკის მასშტაბით 90-ზე მეტ აეროპორტში განთავსდება (https://visforvino.com/).

„ბოლო წლების განმავლობაში, აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი სტაბილურად მზარდია. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების წარმოება განსაკუთრებით საჭიროა ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის. მოხარული ვარ, რომ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით სწორედ V is for Vino-მ იმუშავა საქართველოში ამ მიმართულებით და მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური გადაღებების შემდეგ, მისი ყველა პლატფორმის საშუალებით შეიტყობს აშშ-ს მოსახლეობა ქართული ღვინის კულტურის  შესახებ,“ – აღნიშნა მინისტრმა შეხვედრაზე.

გადამღები ჯგუფის წევრები ღვინის მარნებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეწვივნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მუშაობის პროცესი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო გამოვიდა.

ქართული ღვინის შესახებ სიუჟეტს ასობით ათასი მაყურებელი გაეცნობა, რაც იძლევა დამატებით შესაძლებლობას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციები გამყარდეს.

აშშ-ში დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია Colangelo & Partners-ის  მხარდაჭერით, ღვინის შოუს  – V is for Vino  გადამღები ჯგუფი საქართველოში ერთი კვირა იმყოფებოდა.

“აღსანიშნავია, რომ აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2013 წლიდან  ახორციელებს მიზანმიმართულ მარკეტინგულ აქტივობებს. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გაძლიერდა სარეკლამო კამპანიები ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის CBS, CNN, The New York Times, Wine Enthusiast, რამაც აშშ-ში  ქართული ღვინის გაყიდვების ზრდა განაპირობა. 2024 წელს ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს – 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება,” – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…