გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

უცხოეთში მკურნალობის მიზნით 15 200 ვიზიტი განხორციელდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
samukrnalo turizmi
samukrnalo turizmi

საქსტატის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 15 200 ვიზიტის მიზანი მკურნალობა იყო.

2024 წლის I კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა წლიურად 16.3%-ით გაიზარდა და 521.6 ათასი შეადგინა. მათი უმეტესობის, 34.6%-ის მიზანი მეგობრების/ნათესავების მონახულება იყო. საყიდლების მიზნით ვიზიტების 33.7% განხორციელდა, რასაც 16.3%-ით მოსდევს დასვენება, გართობა და რეკრეაცია.

გამყვან ტურიზმზე დანახარჯები მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 455.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 22.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, 5.1%-ით გაიზარდა ვიზიტზე საშუალო ხარჯი და 873.1 ლარი შეადგინა. კატეგორიების მიხედვით, დანახარჯების ყველაზე დიდი წილი, 38.8% საყიდლებზე მოდის. შესაბამისად, სამ თვეში საზღვარგარეთ საყიდლებზე 176.9 მილიონი ლარი დაიხარჯა.

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…