გადასვლა მთავარ შიგთავსზე
იმერეთიtravelnews.ge

უზბეკეთიდან და აზიიდან ტურისტების რაოდენობამ მოიმატა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
kutaisi
kutaisi

“ტურისტების რაოდენობა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, კერძოდ, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და არაბული ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა”, – ამის შესახებ ქუთაისის მერიიდან “ბიზნესპარტნიორს” აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისში, ზოგადად, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, რასაც დიდწილად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air-ის პირდაპირი ფრენები განაპირობებს. 

“ა(ა)იპ ,,იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“  ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში ტურისტების მომართვიანობის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების აქტივობა ქალაქში გაზრდილია.

ქუთაისი, როგორც საერთაშორისო აეროპორტის მქონე ქალაქი და იმერეთის რეგიონის ცენტრი, მნიშვნელოვანი ტურისტული კვანძია. Wizz Air-ის პირდაპირი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მრავალი ქალაქის მიმართულებით, ევროპელი ტურისტების მოზიდვას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს. ამასთან, ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, კერძოდ, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან და არაბული ქვეყნებიდან, რაც დიდწილად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნული მიმართულებით  დანიშნული პირდაპირი რეისების შედეგია”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

“ბიზნესპარტნიორისთვის” მიწოდებულ ინფორმაციაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეცაა საუბარი და ხაზია გასმული, რომ ქალაქში რეაბილიტაცია, როგორც ცენტრალურ ქუჩებს, ასევე შიდა საუბნო გზებს უტარდება.

“ქუთაისში, ფაქტობრივად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ქუჩებზე განახლდა გზის საფარი, მოწესრიგდა ტროტუარები, სანიაღვრეები, გარე განათება. პერიოდულად გზების ლოკალური შეკეთებაც მიმდინარეობს. რაც შეეხება წყალმომარაგებას, ქუთაისის მოსახლეობას  2020 წლიდან წყალი 24 საათიანი რეჟიმით, უწყვეტად მიეწოდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…