გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

Turkish Airlines-ი საქართველოში ფრენების რაოდენობას ზრდის

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Turkish Airlines
Turkish Airlines

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, რომელიც ყველაზე მეტ ქვეყანაში დაფრინავს, საქართველოში საქმიანობას კიდევ უფრო მეტად აფართოებს.

კომპანიის ცნობით, ფრენების არსებულ განრიგს 5 ახალი ყოველკვირეული რეისი დაემატება, აქედან თბილისის მიმართულებით 2, ბათუმის მიმართულებით კი 3 რეისი. მთლიანობაში თურქეთსა და საქართველოს შორის Turkish Airlines-ი კვირაში 48 რეისს შეასრულებს.

ამ გაფართოების შედეგად, მზავრებისთვის Turkish Airlines-ის რეისებზე მოქნილობა და წვდომა გაიზრდება, სულ ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით კვირაში 34 რეისს, ბათუმის მიმართულებით კი 14 რეისს შეასრულებს.

„ხუთი ახალი სიხშირის დამატება ასახავს ჩვენს რწმენას საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობისა და მზარდი ბაზრის პოტენციალის მიმართ. კვირაში 48 რეისით, ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ქართველ მოგზაურებს მეტი არჩევანით და ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყნებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჰაერო ხიდს ტურიზმის, ვაჭრობისა და კულტურული გაცვლისთვის“, – აცხადებს საქართვეოში Turkish Airlines-ის მენეჯერიკენან ინჯე.

კომპანიის განცხადებით, Turkish Airlines-ი კვლავაც წარმოადგენს მთავარ დამაკავშირებელ რგოლს საქართველოსა და მსოფლიოში ფრენების ფართო ქსელს შორის. ავიაკომპანია საკუთარ მგზავრებს სთავაზობს მსოფლიო დონის მომსახურებას და შეუფერხებელ კავშირს კომფორტთან და ტრადიციულ თურქულ სტუმართმოყვარეობასთან ერთად.

Turkish Airlines-ის საქართველოს მიმართულებით და საქართველოდან რეისების ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალური ვებსაიტის, მობილური აპლიკაციის, გაყიდვების ოფისებისა და ავტორიზებული ტურისტული სააგენტოების მეშვეობით.

წყარო: ავიანიუსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…