გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

Turkish Airlines-ი სტამბოლსა და თბილისს შორის ფრენების რაოდენობას ზრდის

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Turkish Airlines Tbilisi
Turkish Airlines Tbilisi

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი სტამბოლსა და თბილისს შორის ფრენების რაოდენობას ზრდის.

როგორც ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ფრენების სიხშირეს ზრდის.

ამჟამად, სტამბოლიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, Turkish Airlines-ი კვირაში 42 სიხშირით დაფრინავს.

ხოლო 31 მარტიდან, დამატებით რეისთან ერთად, სიხშირე გაიზრდება და კვირაში 50-ს მიაღწევს.
თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი კვირაში 4-ჯერ სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება. ხოლო ბათუმის მიმართულებით კი ავიაკომპანია კვირაში 11 რეისს შეასრულებს.

დამატებითი რეისი და ფრენების სიხშირის ზრდა, უფრო მოსახერხებელს გახდის მოგზაურობას საქართველოდან როგორც სტამბოლის, ასევე მსოფლიოს 346 მიმართულებით, სადაც ავიაკომპანია ასრულებს რეისებს.

წყარო: avianews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…