გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ტურიზმისთვის ყაზახეთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
giorgi jakhutashvili
giorgi jakhutashvili

საქართველოს ტურიზმისთვის ყაზახეთი ბოლო 10 წელიწადში, სტატისტიკურად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა. როგორც გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა აღნიშნა, ყაზახები მაღალმხარჯველიანი ტურისტების სეგმენტში გადიან.

„ტურიზმისთვის მზარდ ქვეყნებში პირველი ყაზახეთია, შემდეგ უნდა აღვნიშნოთ – პოლონეთი და ისრაელი. ყაზახეთიდან შემოსული ტურისტები ძირითადად დასასვენებლად მოდიან. მეორე დიდი წილი კი, ავტომანქანების ექსპორტია. ყაზახეთს პირდაპირი გადაფრენის ბევრი ალტერნატივა არ აქვს, სავიზო მოთხოვნებიდან გამომდინარე ევროპა მათთვის მიუწვდომელია. საქართველოში მათთვის ძალიან კარგი პირობებია, რომ დაისვენონ“, – აღნიშნავს  გიორგი ჯახუტაშვილი.

ამასთან,  ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის სტატისტიკაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ 2024 წელში ყაზახეთიდან საქართველოში დაახლოებით, 206 000 ტურისტი იყო, მათგან 847 ადამიანი კი, უკან გააბრუნეს.

„აღნიშნული სტატისტიკით, 0.5%-იც კი არ არის, ვინც ქვეყანაში არ შემოუშვეს, მაჩვენებელი ძალიან კარგია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მესაზღვრეების მხრიდან გარკვეული გადაცდომები იყო… რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საზოგადოებრივ აზრს ქმნის. ყაზახების ჩივილი, არა მარტო, საზღვრის კვეთის საკითხზეა, არამედ უცხოელი ტურისტები ამბობენ, რომ საზოგადოების მხრიდანაც გარკვეული ნეგატივი იგრძნობა. ჩვენი ამოცანა კი, ზრდის ტემპის შენარჩუნებაა – ხელის შემშლელი ფაქტორები უნდა აღმოვფხვრათ“, – აღნიშნა გიორგი ჯახუტაშვილმა.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…