გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ტურიზმის სექტორის დაკრედიტება მცირდება – BRG

ყველა სიახლეზე დაბრუნება
brgge
brgge

ჰორეკა სექტორის დაკრედიტება ნეგატიურ ტრენდს აჩვენებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესის დაკრედირების მიმართულება პასიური გახდა. გაიზარდა აღნიშნული სექტორის დაკრედიტებაში პრობლემური სესხების წილიც.

ბანკების პორტფელში ყველაზე მეტი გაპრობლემებული სესხი კვების ობიექტებისთვის გაცემულ კრედიტებშია. ოქტომბრის მდგომარეობით, ამ სექტორის წილი 5%-მდეა ადგილობრივ ვალუტაში და 7-7.5%-ია უცხოურში. როცა მთლიან დაბანდებაში უმოქმედო სესხების წლის 1.3%-ს არ აღემატება.

კაფე-რესტორნების და სწრაფი კვების ობიექტებისთვის გაცემული 808 მლნ-იდან 47 მლნ-მდე კრედიტი პრობლემურია.

მთლიანად, სასტუმრო-რესტორნების (ჰორეკა) დაფინანსება 1.9 მლრდ ლარამდეა. აქედან მხოლოდ ოქტომბერში ბანკებმა 28 მლნ. ლარის 200-ზე მეტი სესხი გასცეს.

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, მათ შორის ნახევარი, 14 მლნ-ის ეკვივალენტი 60 ერთეული სესხი დოლარსა და ევროშია გაცემული. ლარში დაკრედიტების წილი გაზრდილია, ხოლო ვალუტაში გაცემული სესხების წილი შემცირებული, რაც რეგულირების გამკაცრების შედეგია.

ცნობისთვის, იანვრიდან სავალუტო დაკრედიტების ზღვარი 0.5 მლრდ-მდე იზრდება. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ზედა ზღვარი გაიზარდა 300 000 -მდე და 400 000-მდე. გაცემები 4.5-ჯერ შემცირებულია. სექტემბერში 65 მლნ ლარამდე(ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში) იყო, 50 ერთეული სესხი.

brg.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…