ჰორეკა სექტორის დაკრედიტება ნეგატიურ ტრენდს აჩვენებს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესის დაკრედირების მიმართულება პასიური გახდა. გაიზარდა აღნიშნული სექტორის დაკრედიტებაში პრობლემური სესხების წილიც.
ბანკების პორტფელში ყველაზე მეტი გაპრობლემებული სესხი კვების ობიექტებისთვის გაცემულ კრედიტებშია. ოქტომბრის მდგომარეობით, ამ სექტორის წილი 5%-მდეა ადგილობრივ ვალუტაში და 7-7.5%-ია უცხოურში. როცა მთლიან დაბანდებაში უმოქმედო სესხების წლის 1.3%-ს არ აღემატება.
კაფე-რესტორნების და სწრაფი კვების ობიექტებისთვის გაცემული 808 მლნ-იდან 47 მლნ-მდე კრედიტი პრობლემურია.
მთლიანად, სასტუმრო-რესტორნების (ჰორეკა) დაფინანსება 1.9 მლრდ ლარამდეა. აქედან მხოლოდ ოქტომბერში ბანკებმა 28 მლნ. ლარის 200-ზე მეტი სესხი გასცეს.
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, მათ შორის ნახევარი, 14 მლნ-ის ეკვივალენტი 60 ერთეული სესხი დოლარსა და ევროშია გაცემული. ლარში დაკრედიტების წილი გაზრდილია, ხოლო ვალუტაში გაცემული სესხების წილი შემცირებული, რაც რეგულირების გამკაცრების შედეგია.
ცნობისთვის, იანვრიდან სავალუტო დაკრედიტების ზღვარი 0.5 მლრდ-მდე იზრდება. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ზედა ზღვარი გაიზარდა 300 000 -მდე და 400 000-მდე. გაცემები 4.5-ჯერ შემცირებულია. სექტემბერში 65 მლნ ლარამდე(ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში) იყო, 50 ერთეული სესხი.
brg.ge