გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ტურიზმის ადმინისტრაციამ იმერეთში  გიდები გადაამზადა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
gidebis kursebi
gidebis kursebi

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ორგანიზებით ქუთაისში გიდებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

სასწავლო კურსი „გიდის პროფესიული უნარები, რეგიონული ტურიზმის დაგეგმარება და პიროვნული ზრდა“ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შედგა. ტრენინგი შპს ტურიზმის აკადემია „ნიუკას“-თან თანამშრომლობით ჩატარდა და იმერეთში მოქმედი 26 გიდი გადამზადდა.

სასწავლო პროგრამა დამწყები და პრაქტიკოსი კულტურული ტურიზმის გიდებისთვის თეორიულ ლექციებსა და ინტერაქციულ სემინარებს მოიცავდა.

ტრენინგის მიზანია გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი ნორმებით პროფესიული უნარების ელემენტების პრაქტიკული დემონსტრაცია და ათვისება.

სასწავლო პროგრამა მოიცავდა იმერეთისათვის  აქტუალური ღვინის, გასტრონომიის და ტურისტული რესურსების შემსწავლელი და ტურისტული პროდუქტების დაგეგმარების სემინარებსაც.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სასწავლო კურსებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულიად უსასყიდლოდ ატარებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…