გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პროგნოზი სრულად მართლდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
maia omiadze
maia omiadze

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ წლის პირველი ცხრა თვის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, ადმინისტრაციის მიერ წლის დასაწყისში დადგენილი 4.7 მილიარდი აშშ დოლარის პროგნოზი სრულად რეალიზებადი ჩანს. იანვარი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 3.6 მილიარდ აშშ. დოლარს გადააჭარბა და 3,637,761,827 აშშ დოლარი შეადგინა

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრადიციულად ადგენს პროგნოზებს როგორც კვარტლების, ისე სეზონების მიხედვით. ეს პროგნოზები ეფუძნება გასული წლების მონაცემებსა და საერთაშორისო ტენდენციებს, როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ისე ტურისტული მოგზაურებისა და შემოსავლების ჭრილში, კვლევითი კომპანიების პროგნოზები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებები ერთმანეთს თითქმის ემთხვევა, რაც მიუთითებს შეფასებების სიზუსტესა და რეალისტურობას. „თუ შევაფასებთ 2019 წლის შემდეგ აღდგენის დინამიკას, საერთაშორისო მოგზაურობების და შემოსავლების თვალსაზრისით,  პროგნოზები იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ მიღწეული შედეგები სრულად შეესაბამება მოლოდინებს. ამ ეტაპზე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ 2025 წლის ბოლოსთვის, როდესაც დაიხურება წლის მეოთხე კვარტალი, პროგნოზები სრულად გამართლდება”,-აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მაია ომიაძეს განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სწორი სტრატეგიისა და სამიზნე ბაზრებზე აქტიური კამპანიების შედეგად, წელს მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად აჭარბებს 2019 წლის მონაცემებს. 

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მოგზაურობების რაოდენობა ჯერ კიდევ აღდგენის პროცესშია, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის დონეს.  ეს შედეგი ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვაზე ორიენტაცია,  სრულად ამართლებს ჩვენს მოლოდინებს. შესაძლოა, მოგზაურების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყოს, თუმცა თითოეული მათგანი ბევრად მეტ თანხას ხარჯავს საქართველოში,“ — აღნიშნა ომიაძემ.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…