გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ტურიზმი საქართველოში – EBS Korea -ს დოკუმენტური ფილმი

ყველა სიახლეზე დაბრუნება
EBS korea - Tourism in Georgia
EBS korea - Tourism in Georgia

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კორეის რესპუბლიკიდან შემეცნებითი სამაუწყებლო არხის, EBS Korea-ს გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა გადაიღეს თბილისის ისტორიული უბნები, ახალციხის ციხე, საფარის მონასტერი, ბათუმის ტურისტული ადგილები და ბოტანიკური ბაღი, გომის მთა, შეკვეთილი, კოლხეთის ეროვნული პარკი, პალიასტომის ტბა, ასევე  იმერეთისა და რაჭის ღირსშესანიშნაობები. ჯგუფის წევრები ესტუმრნენ კახეთს, სადაც ვენახები და მარნები გადაიღეს, ხოლო თუშეთში – ისტორიული სოფლები და კოშკები.

EBS Korea-ს წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული ადგილების, კულტურისა და ისტორიის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ გადაცემისთვის – World Theme Travel, რომელსაც მილიონობით კორეელი მაყურებელი იხილავს.

ტურის მიზანი საქართველოში კორეელი ტურისტების მოზიდვა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…