„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
გთხოვთ, რეგისტრაციის მიზნით, 2025 წლის 1 იანვრიდან მიმართოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
აქვე, ინფორმაციისთვის გიზირებთ კანონის შესაბამის ჩანაწერს ( მე-11 მუხლი):
1.ტურისტული საქმიანობის სუბიექტები არიან: ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი), დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი, გრძელვადიანი დასვენებისა და დროის განაწილების ხელშეკრულებების მიმწოდებელი, ტურისტული გიდი, საფეხმავლო გამყოლი, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები, კერძოდ, სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი.
2. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების შესახებ მონაცემების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციის იურიდიულ განყოფილებას შემდეგ ელ.ფოსტაზე: n.fanjakidze@gnta.ge