გადასვლა მთავარ შიგთავსზე
მცხეთა - მთიანეთიtravelnews.ge

” ტურისტი, რომელიც ბოთლის ღვინოს მოიხმარდა – შემცირდა”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
iago bitarishvili
iago bitarishvili

ბიომეღვინეობა “იაგოს ღვინოს” დამფუძნებლის იაგო ბიტარიშვილის განცხადებით, შიდა ბაზარზე დასავლელი ტურისტის რაოდენობა, რომელიც ბოთლის ღვინოს მოიხმარდა, მინიმუმამდე შემცირდა.

როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მეღვინეობა ადგილობრივ ბაზარზე ღვინოს არ ყიდის, არსებული კრიზისი შესამჩნევია. 

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებზე არსებულ მდგომარეობას – იაგო ბიტარიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართულებით გაყიდვები ჯერჯერობით შემცირებული არ არის, თუმცა ისეთი მზარდი დინამიკა, როგორიც ადრე შეინიშნებოდა აღარ არის.

“ზრდის დინამიკის შენელება ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია. მათ შორის, ერთ-ერთი ფაქტორი იყო ინფლაცია. ჯერჯერობით ამას ვერ დავარქმევ კრიზისს, თუმცა პოზიტიური დინამიკა ქართულ ქვევრის ღვინოსთან დაკავშირებით ადრე უფრო იყო“, – აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – მეღვინეობის დამფუძნებლის ცნობით, “იაგოს ღვინო” წარმადობის ზრდას, ადგილობრივ ბაზარზე გამოჩენასა და პარალელურად საექსპორტო ბაზრების განვითარებას 2026 წლიდან გეგმავს. 

“ჩვენი ვენახებიდან მოსავალს სავარაუდოდ, 2026 წლიდან მივიღებთ, რის შემდეგაც წარმადობის ზრდას და ასევე, საექსპორტო ბაზრების კუთხით განვითარებას ვგეგმავთ. გარდა ამისა, წარმადობის გაზრდა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ღვინო ადგილობრივ  ბაზარზეც გავყიდოთ“, – აღნიშნა მან. 

ცნობისთვის, იაგო ბიტარიშვილს ვენახი მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში აქვს გაშენებული. ვენახი ბიომეურნეობაა, რადგან იქ ქიმიურ სასუქებს და შხამქიმიკატებს არ იყენებენ.  ღვინო ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში მზადდება. 

ბრენდი 11-მდე ქვეყანაში იყიდება, მათ შორის: იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, დანია, გერმანია, ესპანეთი, იაპონია, ჩინეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და აშშ. 

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…