გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

„ტურისტერი“ ბრუნდება – ტურიზმის სამიტს ტრადიციულად ბათუმი უმასპინძლებს 

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Tourister 2025
Tourister 2025

2025 წლის 20-21 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” საქართველოს ტურიზმის სამიტი „ტურისტერი 2025“ გაიმართება, რომელიც უკვე მეხუთედ აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიონალებს ტურიზმის სფეროდან.

ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული ტურიზმის წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას. პროგრამა მოიცავს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, როლს ტურისტული გამოცდილების მართვაში, მონაცემთა ანალიტიკაში, თანამედროვე მარკეტინგულ ტენდენციებსა და კრიზისების მართვაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ მიმართულებებსაც, როგორებიცაა საზღვაო ტურიზმი, MICE ინდუსტრია, კულტურული მემკვიდრეობის ბაზაზე შექმნილი სერვისები და რეგიონული თანამშრომლობა.

სამიტში მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი, მათ შორის ისეთი ბრენდებიდან, როგორებიცაა Wyndham Hotels, The Data Appeal Company, Hilton by Hampton და სხვები. სტუმრებს ელით როგორც პანელური დისკუსიები, ისე ვორქშოპები და ბიზნეს გამოფენა, სადაც ახალი სტარტაპები საკუთარ ინოვაციურ ხედვებს წარადგენენ.

“ტურისტერი 2025-ის” ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ნეთვორქინგის გაფართოებული შესაძლებლობები. მონაწილეებს ღონისძიებამდე ექნებათ წვდომა ონლაინ პლატფორმაზე, სადაც შეეძლებათ სპიკერებისა და დამსწრეების პროფილებთან გაცნობა და წინასწარ შეხვედრების ჩანიშვნა. სწორედ ამ მიზნისთვის ბათუმის “ჰილტონში” სპეციალური ნეთვორქინგ ლაუნჯი მოეწყობა.

ორგანიზატორების განცხადებით, “ტურისტერი” მხოლოდ სამიტი არ არის – ეს არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ტექნოლოგიებს, ინოვაციებს და ადამიანებს. სწორედ ამიტომ, წლევანდელი მთავარი თემა “კავშირია” – კავშირი ადამიანებსა და კომპანიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს შორის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

სამიტის ორგანიზატორები არიან ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგის სააგენტო შინდი. 

გენერალური სპონსორები:  ბეტა ჰოლდინგი, Reconomy, Helvetas,Sweden Sverige, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო SDC. სპონსორები: Exely, Julius Meinl, კერკი, სასტუმრო “კოლიზეუმ მარინა”, ibis Styles Batumi, იმედიL, Liebherr, Miele. მხარდამჭერები: e-Consul, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია. მედია მხარდამჭერები: Entrepreneur.ge, Bm.ge, Travel News. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია სამიტის ოფიციალურ ვებგვერდზე tourister.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…