გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

ტურისტების დაინტერესება რთველით ძალიან დიდია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Rtveli 2025
Rtveli 2025

რთველის პერიოდში, მარნებში ტურისტული ნაკადების რაოდენობა იზრდება.

კახეთში მდებარე ლომთაძეების მარნის მეპატრონის, თორნიკე ლომთაძის თქმით,  სხვადასხვა ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯავშნები.

„რთველის პერიოდი უკვე აქტიურ ფაზაშია და ჩვენც აქტიურად ვიწყებთ  ჯავშნების მიღებას სხვადასხვა ქვეყნებიდან. ტურისტების დაინტერესება ძალიან დიდია, კონკრეტულად ჩვენს მარანში სურთ გაეცნონ კრეფის, დაწურვის ტრადიციას.

ჩვენს მარანში ჯავშნებს დაახლოებით თვე ნახევრის განმავლობაში ყოველდღე ვიღებთ. დღეში 2-3 ჯგუფი გვყავს და აქტიურ ფაზაშია უკვე შესული ტურისტული სეზონი“, – აცხადებს თორნიკე ლომთაძე. 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…