გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ტურისტების სავალდებულო დაზღვევა ქართული სადაზღვევო ინდუსტრიისთვის საინტერესო არაა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
devi khechinashvili
devi khechinashvili

უცხოელი ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღება ქართული სადაზღვევო ინდუსტრიისთვის საინტერესო არაა, რადგან, არსებული სქემით, უცხოეთის მოქალაქეების უდიდესი ნაწილი პაკეტებს არა ქართული, არამედ საკუთარი ქვეყნის სადაზღვევო კომპანიებისგან იყიდის. ამის შესახებ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს.

ახალი რეგულაციის მიხედვით საქართველოში შემოსვლისას ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა. შემომავალი ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევის შემოღება ტურიზმის შესახებ კანონითაა გაწერილი, დაზღვევის სქემა და პირობები კი, მთავრობის დადგენილებამ უნდა განსაზღვროს.

აქამდე უცხოელი ვიზიტორები საქართველოში შემოსვლისას სადაზღვევო პოლისებს ნებაყოფლობით ყიდულობდნენ.

დაზღვევის ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ სავალდებულო დაზღვევის შემოღება უკვე ასახულია ტურიზმის შესახებ კანონში. ამასთან, ხეჩინაშვილის თქმით, ცნობილია, რომ ამ პაკეტების გაყიდვა მსოფლიოს ნებისმიერ კომპანიას შეუძლია.

„შესაბამისად, დიდი ალბათობით, გაყიდვას, ძირითადად, შეძლებენ კომპანიები იმ ქვეყნებში, საიდანაც ტურისტები მოემგზავრებიან. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ნაკლებადაა აქ საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიის ინტერესი,“ – აღნიშნა ხეჩინაშვილმა და დასძინა, რომ ეს არაა პატარა სეგმენტი და მისი წლიური ბრუნვა წელიწადში 100 მილიონზე მეტი იქნებოდა, თუმცა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კარი ყველასთვის გააღოს. შედეგად კი პაკეტებს გაყიდიან იმ ქვეყნებში მოქმედი კომპანიები, საიდანაც ტურისტი მოდის. ანუ ამოქმედდა მოდელი, რომელიც საქართველოშია, როცა ქვეყნიდან გამავალი ტურისტი დაზღვევას ქართულ სადაზღვევო კომპანიებში ყიდულობს.

ხეჩინაშვილის თქმით, სავარაუდოდ, იქნება ტურისტების ისეთი ნაწილი, რომელსაც დაზღვევა არ აქვს და სწორედ ამ სეგმენტზე შეძლებენ ქართული კომპანიები პაკეტის გაყიდვას საზღვარზევე, თუმცა ეს არ იქნება დიდი რაოდენობა და, შესაბამისად, ეს ცვლილება ქართულ კომპანიებს მნიშვნელოვან შემოსავლებს ვერ მოუტანს.

დევი ხეჩინაშვილი ამბობს იმასაც, რომ აღნიშნული პაკეტის მინიმალური ლიმიტი 30 ათასი ლარია. თუმცა როგორ გაკონტროლდება ტურისტების მიერ დაზღვევის ქონა-არქონა, მისი თქმით, ეს უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაზღვევა სავალდებულო ხდება.

jandacva.ge 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…