გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ტურისტების რაოდენობის მხრივ 2025 დადებითად ფასდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
shota burjanadze
shota burjanadze

საბოლოო ჯამში 2025 წელმა მოლოდინებს გადააჭარბა, – ამის შესახებ  საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრას ესწრებოდა.

ბურჯანაძის განმარტებით, ტურისტების რაოდენობის მხრივ წლევანდელი წელი წარმატებული იყო.

„მიმდინარე წლის დასაწყისი ტურიზმის სფეროსთვის არც თუ ისე სახარბიელო იყო, თუმცა საბოლოო ჯამში 2025 წელმა მოლოდინებს გადააჭარბა. ტურისტების რაოდენობის მხრივ წლევანდელი წელი ძალიან დადებითად შემიძლია შევაფასო. მისასალმებელია შეხვედრები ბიზნესებსა და ტურიზმის ადმინისტრაციას შორის.  ვინაიდან გვაქვს შესაძლებლობა ერთმანეთს გავუზიაროთ ის გამოწვევები, იდეები და პრობლემები, რომლებიც აქტუალურია ტურიზმის სფეროში“, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბიზნეს ასოციაციის წევრებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს  ადმინისტრაციის 2026 წლის პროექტები და გეგმები გააცნეს.  სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებს მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვა.

შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება. შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში. შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…