გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

„ტურისტების 20 კაციანი ჯგუფიდან მხოლოდ 10 ჩამოდის“ – ია თაბაგარი

ყველა სიახლეზე დაბრუნება
ia tabagari
ia tabagari

ტურიზმის სექტორში ჯავშნების გაუქმების ტენდენცია შეინიშნება – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა ეკონომიკის მინისტრის ბიზნესთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, მისი  თქმით ტურისტების 20 კაციანი ჯგუფიდან მხოლოდ 10 ჩამოდის. თაბაგარის განმარტებით ეს ტენდენცია ჯერჯერობით დრამატულად არ ჩანს, რადგან ტურისტებს თვითმფრინავის ბილეთებში და სასტუმროს ნომრებში თანხები წინასწარ აქვთ გადახდილი, თუმცა თაბაგარი აქვე  აღნიშნავს, რომ მათი ჯავშნების გაუქმება, ვინც ზაფხულის  გატარებას საქართველოში გეგმავდა, მკაფიოდ გამოჩნდება.

„შეხვედრაზე საინტერესო იყო დიდი სასტუმროების განცხადებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ დიდი კონფერენციები და MICE ტურიზმი ერთი წლით ადრე იგეგმება და ამის გაუქმება მათთვის ძალიან მძიმეა,საქმიანი ტურიზმისთვის ივნისი და სექტემბერი ყველაზე მომგებიანია და  შეხვედრაზე  სასტუმროები ამ პერიოდისთვის უიმედოდ იყვნენ განწყობილები. სახელმწიფოს მხრიდან ამაზე პასუხი იყო, რომ ფრენების რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს და რეისები ისევ ემატება. 

შეხვედრას ესწრებოდა ერთ-ერთი ავიაკომპანიის  წარმომადგენელი, რომელსაც  სახელმწიფო ხშირად ახსენებს, დამატებულ ევროპის რეისებს, იქ იყო საუბარი, თუ რის ხარჯზე მოხდა ამ რეისების დამატება, მაგალითად ავსტრიის რეისები, რომელშიც საქართველოს მხარეს რაღაც თანხაც აქვს  გადახდილი. ციფრებით მანიპულირება, რომ შიდა  პროდუქტი არის გაზრდილია და ა.შ. არ მგონია, რომ მოსახლეობის ჯიბეზე აისახა. და ის  დამატებული რეისებიც ჩვენ არაფერს არ მოგვცემს“ – აღნიშნა ია თაბაგარმა, 

თაბაგარმა ასევე აღინიშნა, რომ შეხვედრაზე გაიჟღერა მიზეზმა თუ რატომ უთხრეს უარი აშშ-ს ვიზალიბერალიზაციაზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 

„პასუხი რომ ყველაფერი არის ვაჭრობა და ვირჩევთ იმას, რომელიც უფრო გვაწყობს და ეს არის ჩინეთი, ეს  სიურპრიზი  იყო აბსოლუტურად ყველასთვის და საკმაოდ დიდი დრო დაეთმო  ინდოეთიდან რეისებს და  ტურისტების შემოყვანას, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო და ბევრი რაღაც ითქვა და ბევრ რაღაცაზე არ იყო პასუხი დამაჯერებელი“ – აღნიშნა ია თაბაგარმა

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…