გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

წარმატებული სეზონი დიდწილად განაპირობა ფრენების დამატებამ

ყველა სიახლეზე დაბრუნება
maia omiadze
maia omiadze

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შეაჯამა. მისი თქმით, სეზონი წარმატებული იყო, რაც  მოლოდინებს სრულად შეესაბამება.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება. რა თქმა უნდა, გარკვეული გამოწვევები და გარე ფაქტები მოქმედებს ტურიზმის სფეროზე, სექტორის წარმომადგენელთა ნაწილს ჰქონდა შიშები, მაგრამ ჩვენ მომზადებული გვქონდა სამოქმედო გეგმა, რაც მოიცავდა  მარკეტინგულ კამპანიებს იმ მიმართულებით სადაც დაგვემატა ახალი ფრენები და გაიზარდა სიხშირეები, ჩვენი სტრატეგია მოიცავდა ბაზრების დივერსიფიკაციას, ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ძალიან კარგი სეზონი გვექნებოდა და ეს პროგნოზიც გამართლდა“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, წარმატებული სეზონი განაპირობა ფრენების დამატებამ, არსებული ფრენების სიხშირეების გაზრდამ და სამიზნე ბაზრებზე მრავალკომპონენტიანმა კამპანიებმა.

„ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი სტრატეგიული დაგეგმვაა- ფრენების დამატება, უკვე არსებული ფრენების სიხშირეების გაზრდა და მრავალკომპონენტიანი კამპანიები სამიზნე ბაზრებზე. სწორედ ეს მიდგომა უზრუნველყოფს ზრდას და პროგნოზების რეალიზაციას”,- აღნიშნა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზებზე მუშაობის შედეგად გაზრდილია მაღალმხარჯვეული მოგზაურების რაოდენობა.

„შემოსავლების ზრდა ძირითადად იმ ქვეყნებზე მოდის, სადაც ჩვენ კამპანიებს ვატარებთ და პირდაპირი ფრენები გვაქვს- ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი, აზერბაიჯანი და ისრაელი. ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ მაღალი ხარჯვის უნარის მქონე ტურისტების ჩამოყვანას.  ბრიტანეთის მაგალითი თვალსაჩინოაა: როდესაც პირდაპირი ფრენა კვირაში 6 სიხშირემდე გაიზარდა, ბრიტანელ მოგზაურთა რაოდენობამ სწრაფად მოიმატა და ტოპ 10-შია, შესაბამისად გაიზარდა შემოსავლებიც. ეს მიუთითებს, რომ ჩვენი პროგნოზები და სტრატეგია ეფექტურია,“ — აღნიშნა მაია ომიაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…