გადასვლა მთავარ შიგთავსზე
სამცხე ჯავახეთიtravelnews.ge

Tribu Resort-ი დეკემბერში გაიხსნება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
tribu resort
tribu resort

ბაკურიანში მდებარე აპარტოტელი Tribu-ს აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ჭიღლაძე ზაფხულის საკურორტო სეზონის მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ აპაარტოტელი 75%-იანი დატვირთვით მუშაობს. 

მისი განცხადებით, 72 ნომრიანი აპარტოტელი საოჯახოა. დამსვენებლების 99%-ი კი ადგილობრივები არიან. 

“ზამთრის სეზონზე აქტიურად ვმასპინძლობთ ხოლმე უცხოელებსაც, მათ შორის, არაბეთის ქვეყნიდან მოსახლეობას, თუმცა, ზაფხულში ბაკურინით ძირითადად, ქართველები ინტერესდებიან. ჩვენ რადგან აპარტოტელი ვართ, საუზმის შეთავაზების ფუფუნება არ გვაქვს, არაბებს კი უფრო  მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსება იზიდავთ”- აცხადებს ჭიღლაძე. 

Tribu-ს აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მიმდინარ წლის ბოლოს კომპანია გაფართოებას გეგმავს. მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახალი ობიექტის მშენებლობა, რომლის ნაწილი სასტუმროს ტიპი იქნება, ნაწილი კი აპარტოტელის. კომპლექსი Tribu Resort-ი  მიმდინარე წლის დეკემბერში გაიხსნება. 

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…