გადასვლა მთავარ შიგთავსზე
უცხოეთის სიახლეებიtravelnews.ge

Travelfy: ნაკლებად ცნობილ მიმართულებებზე მოთხოვნა გაჩნდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Travelfy
Travelfy

ტურისტული კომპანია Travelfy-ის ხელმძღვანელის გიორგი მელიქიშვილის განცხადებით, ბაზარზე ახალი ტენდენცია გამოჩნდა – მომხმარებლები ნაკლებად ცნობილი მიმართულებებით ინტერესდებიან.

როგორც ის “ბიზნესპარტნიორტთან” აღნიშნავს,  საშუალო და დაბალბიუჯეტიან მიმართულებებზე უფრო მეტი მოთხოვნაა, თუმცა არანაკლებია იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც მაღალი კლასის მომსახურებებს და ქვეყნებს ირჩევენ.

“ზაფხულის სეზონი მოვიდა და მოთხოვნა ტენდენციურად წლიდან წლამდე მზარდია. ჯერ ძალიან ადრეა პროცენტულობაზე საუბარი, თუმცა ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნა დაახლოებით 10-15%-ით არის გაზრდილი.ინტერესია  ყველანაირ ტურებზე –  როგორც ბიუჯეტურზე, ასევე მაღალბიუჯეტურზე. ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს გამართლებული ინვესტიციაა საკუთარი ბედნიერებისთვის და დასვენებისთვის.. ისინი სწორად მიმართავენ ფინანსებს ამ კუთხით.

წამოვიდა ახალი ტენდენციები, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები ინტერესდებიან არასტანდარტული პაკეტებით და იმ მიმართულებებით, რომლებიც აქამდე არ იყო, ან არ ინტერესდებოდნენ. თუნდაც აზიაში, ევროპაში და აფრიკაში ცდილობენ ისეთი ადგილების ნახვას, რომელიც ნაკლებად ცნობილია. შესაბამისად, მრავალფეროვნებაც იგრძნობა ბაზარზე“, – აცხადებს გიორგი მელიქიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ადამიანები საქართველოში დასვენებას სხვა ქვეყანაში გამგზავრებას არჩევენ, რადგან უფრო დაბალბიუჯეტურია.

“ბევრი წელია უკვე მომხმარებლები საქართველოში დასვენებას საზღვარგარეთ არჩევენ. საქართველოს კურორტზე დასვენების საშუალო სტატისტიკური ციფრები, რომ სხვა ქვეყნის ბიუჯეტურ მიმართულებებს შეადარო – სხვა ქვეყანაში დასვენება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე საქართველოში“, – აცხადებს მელიქიშვილი.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…