გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

თბილისი საქმიანი ტურიზმის სამიტს მასპინძლობს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
saqmiani turizmi
saqmiani turizmi

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, თბილისში, B2B Summit by Tarifa მიმდინარეობს.  2 დღიანი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეწვია 50 მაღალი გაყიდვების მქონე საერთაშორისო ე.წ. ბაიერი ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სამიზნე ბაზრებიდან და 40 სერვისის მიმწოდებელი კომპანია.

სამიტის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

B2B Summit by Tarifa-ს მონაწილე თითოეულ სერვისის მიმწოდებელ კომპანიას გარანტირებულად 40-მდე B2B შეხვედრა აქვთ.

„ორი დღის განმავლობაში, სამიტის ფარგლებში, ქართული ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ევროპელ კოლეგებთან ერთად შეხვედრებს გამართავენ. სამიტის მონაწილეები ძირითად პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან არიან ჩამოსულები, რომ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ ბაზარს და შეიძინონ ბიზნეს პარტნიორები და საქართველოში ბევრად მეტი ბიზნეს ღონისძიება გამართონ“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში, ევროპული კომპანიების წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტურები მოეწყობა. ასევე, სხვადასხვა სასტუმროებისა და ღონისძიების ჩატარების ადგილების ინსპექტირების ტურები გაიმართება, რათა ევროპული კომპანიები გაეცნონ საქართველოს საქმიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას სამომავლოდ მასშტაბური ფორუმების, სამიტების, კონგრესებისა და კონფერენციების ჩასატარებლად.

„ჩვენ დავაორგანიზეთ ეს სამიტი, რადგან საქართველოს მიმართულებით ძალიან ბევრი პირდაპირი ავიარეისი სრულდება პოლონეთიდან. ამ ღონისძიებისთვის გადავწყვიტეთ  პოლონეთიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნიდან და ჩინეთიდან „ბაიერები“ ჩამოგვეყვანა, რომ ამ მიმართულებას, საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გასცნობოდნენ, სადაც შესაძლებელია მსხვილი ღონისძიებების გამართვა და ხალხის ჩამოყვანა ბიზნეს შეხვედრებისთვის. ვფიქრობ სერვისის მომწოდებლები მოხარულები არიან ბაიერებთან შეხვედრებით და იმ ტურებით, რომელიც დაგეგმილია“-განაცხადა  Tartifa კონგრესის ხელმძღვანელმა მაჩიეჟ ვოიჩჟიკმა.   

კომპანია „ტარიფა“ (Tarifa) წარმოადგენს პროფესიონალური კონგრესის ორგანიზატორ კომპანიას (PCO), რომელიც 25 წელია წარმატებით ფუნქციონირებს შეხვედრების ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია მსხვილ ღონისძიებებს აწყობს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში.

ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…