გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

თბილისში, სასტუმრო Griffin-ი გაიხსნა – ინვესტიცია ₾6 მლნ-ია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Griffin
Griffin

თბილისში სასტუმრო Griffin-ი ქალაქის ძველ უბანში  გაიხსნა. როგორც სასტუმროს გახსნის მენეჯერი ნატალია სოხაძე “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, სასტუმროს მშენებლობისთვის 6 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ლოკაციიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტები სასტუმროს დიდ უპირატესობას სძენს და საერთაშორისო ტურისტების ინტერესის სფეროს უკვე წარმოადგენს.

“სასტუმროს მშენებლობა  2020 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში სატესტო რეჟიმში გაიხსნა. ის სტანდარტული ოთახების გარდა სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის ოთახებს სთავაზობს, როგორიცაა: ბიუჯეტური ოთახი სოლო სტუმრებისთვის, ე.წ. ტრიპლი – სამ ადგილიანი ოთახები, 4 სტუმარზე გათვლილი საოჯახო ოთახები, რომელიც 4 პერსონაზეა გათვლილი და 2 ოთახისგან შემდგარი ლუქსი, სამზარეულოთი და ცალკე საძინებლით, რომლის ტერასიდანაც ქალაქის ავთენტიკურობა საკმაოდ თვალსაჩინოდ ჩანს.

ჯერ სულ ორიოდე კვირაა სასტუმრო გაიხსნა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სეგმენტი მრავალფეროვანია. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი მომსახურებით ისარგებლებს ბიზნეს კლასიც, ოჯახებიც, სოლო მოგზაურებიც და წყვილებიც”, – აღნიშნავს ნატალია სოხაძე.

ცნობისთვის, სასტუმრო Griffin-ი თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და ჯამში 18 კეთილმოწყობილ ნომერს მოიცავს. სასტუმროს პროექტი შპს “მონარქი ჯგუფმა” “თიბისი ბანკთან” პარტნიორობით განახორციელა.  პროექტში 100%-ით ქართული კაპიტალი ჩაიდო.

ი. გელოდებით  12 ოქტომბერს, 14:00 საათიდან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გურჯაანში, ისევ ახტალის პარკში დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად, მრავალფეროვანი ღვინოების დასაჭაშნიკებლად, საინტერესო გემოების აღმოსაჩენად და გემოვნებიანი მუსიკის მოსასმენად. ” – აღნიშნავენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის – ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურის გაცნობაა.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…