გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

თბილისში 2 დიდი სასტუმრო დაიხურა Best Western & Novotel

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Best Western Tbilisi
Best Western Tbilisi

“დღეს ტურიზმის სექტორში რთული ვითარებაა, რაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარეობს, რადგან ნებისმიერ აქცია პირდაპირ ურტყამს ტურიზმს სექტორს,” –  ამის შესახებ  Salt Projects-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ  „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, თბილისში 2 დიდი სასტუმრო დაიხურა, ერთ-ერთია Best Western-ის ბრენდის და მეორე – Novotel-ი, რომელიც ახალი გახსნილი იყო. 

„დღესდღეობით,  ტურიზმის სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშეა.  საჭიროა ვისაუბროთ პრობლემებზე, რომ ბევრი ბიზნესი ხვალ  დახურვას გადავარჩინოთ . რასაკვირველია ეს ბიზნესიდანაც გამომდინარეობს, თუ სწორად არ არის დაგეგმილი და აწყობილი, შესაძლოა ამის დამსახურებაც იყოს ეს. ამიტომ ვახსენე 2 ბრენდი, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ და საერთაშორისო ბრენდები არიან.

ზოგადად, 11 სასტუმროზეა საუბარი, აქედან 2 საერთაშორისოა. შეიძლება, პატარა ქართულ ბუტიკ სასტუმროს არ აქვს გამოცდილება, თუმცა საერთაშორისო ბრენდი როდესაც შემოდის ქვეყანაში, ის სწავლობს ბაზარს და იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაშია. ასე, რომ სასტუმრო ბიზნესის მხრიდან ხშირად არის პრობლემები, თუმცა,  ახლა ის მდგომარეობა არ არის, რომ ამას დავაბრალოთ.“-აღნიშნავს, ვალერი ჩეხერია. 

მისივე განცხადებით, დღეს საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასი საკმაოდ  დაბალია, ამიტომ   საჭიროა მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტების ჩამოყვანა და კონკურენტუნარიან ბაზარზე მუშაობა, რათა ბევრი ბიზნესის დახურვა თავიდან იქნას აცილებული. 

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…