გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

თბილისს ახალი აეროპორტი სასწრაფოდ სჭირდება – ზაქარაძე

ყველა სიახლეზე დაბრუნება
tea zakaradze
tea zakaradze

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ფიქრობს, რომ მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე, საქართველოს დედაქალაქს ახალი აეროპორტი მალე დასჭირდება, რადგანაც არსებული აეროპორტის გაფართოების რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია.

ზაქარაძე მიიჩნევს, რომ საქართველო მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ კარგად პოზიციონირებს და ქვეყნისადმი გზარდილი დაინტერესების ფონზე მგზავრთნაკადი მოიმატებს და ასეთ დროს გამტარუნარიანობის პრობლემა არ უნდა წარმოიქმნას.

„თბილისს ახალი აეროპორტი სასწრაფოდ სჭირდება. ჩვენ რაც არ უნდა ვეცადოთ და ინვესტიციები განვახორციელოთ, შენობა არის შენობა და კედლებს ვერ გადაწევ. შესაბამისად, აუცილებელია, რომ სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ოპერატორი, ვინ იქნება ინვესტორი,  ქვეყანას და დედაქალაქს სასწრაფოდ სჭირდება აეროპორტი, იმიტომ რომ არის მგზავრთნაკადის საკმაოდ მკვეთრი ზრდა. ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტი. ეს არის ნომერ პირველი, რაც უნდა გაკეთდეს.

ჩვენ საკმაოდ კარგად ვართ წარმოდგენილები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ტურიზმის კუთხით და მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა გამოფენებსა თუ შეხვედრებში. რაშიც ცხადია საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია საკმაოდაა ჩართული და ჩინეთი არის ახალი ბაზარი. ის საკმაოდ სპეციფიკური ბაზარია და შესაბამისადაც, სპეციფიკურ მიდგომებსაც საჭიროებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე ოპერირებს China Southern Airlines-ი, ხოლო AIR China იწყებს ფრენების შესრულებას და ასევე ორ კარგი ავიაკომპანიასთან გაქვს მოლაპარაკებები და უცებ, რომ 3-4 ავიაკომპანია შემოვიდეს და უფრო მკვეთრი ზრდა, რომ დაფიქსირდეს ვფიქრობ, გამტარუნარიანობის პრობლემა შეიქმნება“, – ამბობს თეა ზაქარაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…