თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ვაკანსია გამოცხადდა

vacancy in tourism

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ვაკანსიას აცხადებს, საუბარია ორივე საერთაშორისო აეროპორტებში სერვის პერსონალის პოზიციაზე.

„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში გამოცხადდა ვაკანსია სერვისპერსონალის პოზიციაზე

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება;

** პუნქტუალურობა, მოტივაცია და დეტალებზე ორიენტაცია;

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

** დროის მენეჯმენტი, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტაცია;

**კომუნიკაბელურობა; გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობაში ჩაითვლება უპირატესობად;

თუ გაქვთ სურვილი, დასაქმდეთ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და ამასთანავე აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მოგვაწოდეთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი : hrge@tav.aero და

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი : hrbus@tav.aero

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებას გაივლიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები“, – აღნიშნულია  TAV Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები