გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

თბილისის ეროვნული პარკი კეთილმოეწყობა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Tbilisis erovnuli parki
Tbilisis erovnuli parki

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილმა თბილისის ეროვნული პარკის საბადურის და ზედაზენის უბნებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და აღნიშნულ ტერიტორიებზე სარეკრეაციო და ეკოტურისტული პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

„საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება და განვითარება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს  მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე. თბილისის ეროვნულ პარკში, ამჟამად, ეწყობა მასშტაბური ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს. დედაქალაქთან ძალიან ახლოს შეიქმნება ვიზიტორებისთვის კომფორტული და მრავალფეროვანი მოგზაურობის გარემო“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დასრულების ეტაპზეა 2 მასშტაბური პროექტი, რომელიც საბადურის და ზედაზენის უბნებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. კერძოდ, საბადურის უბანზე მოეწყობა: ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა, პარკინგი, საბავშვო გასართობი და შემეცნებით სივრცე, 55 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელი თანმდევი ინფრასტრუქტურით; ზედაზენის უბანზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, ასევე, მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, საკემპინგე და საპიკნიკე სივრცეები და სამთო თავშესაფრები. პროექტების საერთო ღირებულება დაახლოებით 13 მლნ ლარს შეადგენს. 

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…