გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე 4* სასტუმრო გაიხსნება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
balneologiuri
balneologiuri

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო ევროპული ბრენდის ქვეშ გაიხსნება, – ამის შესახებ bp -ს კურორტის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა.

კურორტის აღმასრულებელი დირექტორი კონკრეტული ბრენდის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ სასტუმრო 100 ნომრიანი იქნება და მისი გახსნა დეკემბერში იგეგმება.

გარდა ამისა, სალომე ყვავილაშვილის განცხადებით, კურორტის ტერიტორიაზე WORLD SPA-ს მშენებლობაც მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, სასტუმროს გახსნამდე ამოქმედდება.

“თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე WORLD SPA-ს პროექტი აქტიურ ფაზაშია გადასული, სარემონტო სამუშაოები თითქმის სრულდება. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში საერთაშორისო ექსპერტები არიან ჩართული როგორც დიზაინის, ასევე სერვისებისა და მომსახურებების მიმართულებით. WORLD SPA ანუ “მსოფლიო სპა” მსოფლიოში არსებულ თითქმის ყველა სახის სპა-მომსახურეობას გააერთიანებს, მათ შორის, “კლეოპატრას აბაზანას”, სხვადასხვა სახის მასაჟს, სარელაქსაციო მასაჟებს და სხვა”, – აცხადებს სალომე ყვავილაშვილი.

მისივე თქმით, WORLD SPA-ს და ახალი სასტუმროს პროექტში უკვე განხორციელდა 20 მილიონი ლარის ინვესტიცია და საბოლოო პროექტამდე გაცილებით მეტის ინვესტირება იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კუროტის 75%–ს შპს „მეიდანზე“ ფლობს, 25%–ს კი კომპანია „მეიდანი”.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…