გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

თბილისის აეროპორტში Primeclass Lounge გაიხსნა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Primeclass Lounge
Primeclass Lounge

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში Primeclass Lounge – ის განახლებული სივრცე და სწრაფი გასასვლელი (Fast Track) ოფიციალურად გაიხსნა. გაფართოებული ლაუნჯი უფრო მეტი მგზავრის კომფორტულ გარემოში მომსახურების საშუალებას იძლევა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – მარიამ ქვრივიშვილი, ,,ტავ აეროპორტს ‘’  აღმასრულებელი  საბჭოს წევრი  და  კომიტეტის  თავმჯდომარე – ფრენკ მერეიდი, ,,ტავ ჯორჯიას’’ – ს  გენერალური მენეჯერი – თეა ზაქარაძე და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია ,,ტავ ჯორჯიამ‘’ აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით, თბილისის  აეროპორტში გამგზავრების დარბაზი გააფართოვა, რომლის ფარგლებშიც  ტერმინალს  ახალი სივრცეები შეემატა, მათ შორის, ,,Fast Track’’, რომელიც TAV Operation Service – სა და VISA – ს თანამშრომლობლის შედეგად განნხორციელდა. Fast Track (სწრაფი გასასვლელი) ვიზა პრემიუმ ბარათის მფლობელებს რიგის გარეშე,  სწრაფი გასასვლელით მოემსახურება. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ  ჯამურად 2 200 000 ლარი შეადგინა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული ინვესტიციის  შედეგად, ბიზნეს ლაუნჯის ფართობი 84%, ხოლო მგზავრთა ადგილების რაოდენობა 73% პროცენტით გაიზარდა. Primeclass Lounge – ის პროექტი განახლებული დიზაინით TAV Operation Services – მა განახორციელა, რომლის ჯამურმა ინვესტიციამ 700 000 ლარი შეადგინა.

Primeclass Lounge – ს ოპერირებას უწევს TAV Airports Holding-ისა და Groupe ADP- ის შვილობილი კომპანია, აეროპორტებისა და ტურისტული მასპინძლობის სერვისების წამყვანი გლობალური პროვაიდერი TAV Operation Services-ი, რომელიც პრემიუმ მგზავრთა მომსახურებით 19 ქვეყნის 90 -ზე მეტ ლაუნჯშია წარმოდგენილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…