გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

თბილისის აეროპორტმა სტაჟიორების მორიგი ნაკადი მიიღო

ყველა სიახლეზე დაბრუნება
stajiorebi
stajiorebi

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ  კომპანია TAV Georgia-სა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტაჟიორების მორიგი ნაკადი მიიღეს.

ტავ ჯორჯია ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოს საავიაციო ბაზარზე. ამ დროისთვის თბილისა და ბათუმის აეროპორტების მმართველ კომპანიასა და მის შვილობილ კომპანიებში 1700-ზე მეტი პირია დასაქმებული  – აცხადებს TAV Georgia-ს სახმელეთო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე მიქაუტიძე. 

TAV Georgia და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი შესაბამისი მეორანდუმის ფარგლებში უკვე წლებია  ერთობლივად მუშაობენ  სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებაზე და საავიაციო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებაზე. 

ეს თანამშრომლობა გულისხმობს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის აეროპორტის მგზავრთა მომსახურებისა და ფრენების ოპერირების სამსახურებში სამუშაო პრაქტიკის შეთავაზებას, რაც სტუდენტებს სასწავლო კრედიტებში ეთვლებათ, TAV Georgia კი სამუშაო საათებში მათ კვებას უზრუნველყოფს.

TAV Georgia ფრანგული ADP ჯგუფის წევრია და TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო. კომპანიამ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების აშენებასა და განვითარებაში 225 მილიონ ამერიკულ დოლარამდე  ინვესტიცია ჩადო.   T

AV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად,TAV Georgia საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…