გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

თბილისის აეროპორტი 5 000 000-ე მგზავრს მოემსახურა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
igbliani mgzavri
igbliani mgzavri

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 5 000 000-ე მგზავრს უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ამ აეროპორტისა და ზოგადად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში. მეხუთე მემილიონე მგზავრი საფრანგეთის  მოქალაქე პიერ ბერეტი იყო, რომელიც თბილისიდან პარიზის მიმართულებით გაფრინდა. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეხუთე მემილიონე მგზავრის დაჯილდოების სიმბოლური ღონისძიება გაიმართა.

მგზავრთნაკადის მხრივ წელს რეკორდული მაჩვენებლებია როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. ტავ ჯორჯიას გათვლებით, 2025 წელს თბილისისა და ბათუმის აეროპორტები 6,6 მილიონი მგზავრით დახურავენ. 11 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისში ზრდა 13%-ია, ხოლო ბათუმში 30%. ტავ ჯორჯიას მართვაში არსებული ორივე აეროპორტი ამ 2025 წლის 11 თვის განმავლობაში ჯამში 6 147 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის რეკორდული იყო 12 აგვისტო, როცა მან მიიღო და გააცილა ჯამში 97 რეისი – 21 959 მგზავრით. ბათუმისთვის კი რეკორდული იყო 24 აგვისტო, როცა აეროპორტმა მიიღო და გააცილა 35 რეისი და მოემსახურა 8 446 მგზავრს.

“დღეს 5 დეკემბერია და ჩვენს აეროპორტში წლის განმავლობაში  მეხუთე მემილიონე მგზავრს მოვემსახურეთ. 9 ოქტომბერს კი რეკორდული ციფრი აღვნიშნეთ ბათუმში, სადაც ისტორიაში პირველად წლიურად მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპის დასაწყისია ჩვენი კომპანიისთვის. მით უმეტეს კი იმ ფონზე, როცა  წელს  ტავ ჯორჯიას საქართველოში ოპერირების 20 წელი შეუსრულდა და შედარებისთვის გეტყვით, რომ ზუსტად 20 წლის წინ, როცა TAV Airports-მა  საქართველოში საქმიანობა დაიწყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადი 540 000 იყო. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელიც. ჩვენი კომპანია, ამ 20 წლის განმავლობაში ჯამში უკვე მოემსახურა 50 მილიონზე მეტ მგზავრს თბილისსა და ბათუმში.  დღეს, 20 წლის შემდეგ, ქვეყნის მთავარ საერთაშორისო კარიბჭეს გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს.  ვხედავთ რომ მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე მატულობს და ჩვენი კომპანია მზად არის დამატებითი ინვესტიციები ჩადოს ჩვენს მართვაში არსებული აეროპორტების განვითარებაში.“ –  აცხადებს ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

ტავ ჯორჯიამ საქართველოში ოპერირება 2005 წელს დაიწყო და მას შემდეგ ააშენა და განავითარა ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი თბილისსა და ბათუმში. დღეისთვის კომპანიას დასაქმებული ჰყავს 1900-ზე მეტი ადამიანი. 20 წლის განმავლობაში ტავ ჯორჯიას ინვესტიციამ უკვე გადააჭარბა  230 მლნ აშშ დოლარს. 

ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…