გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

თბილისის აეროდრომზე ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
aerodrome
aerodrome

ტავ ჯორჯიას ინვესტიციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების მომსახურებისთვის დამატებითი სადგომები მოეწყო და ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებული სადგომების ნაწილს.

პროექტის ფარგლებში, 18 000 მ2 ფართობზე დიდ გაბარიტიანი (Wide-body), ICAO-ს სტანდარტით „F” და „E” კოდების მქონე საჰაერო ხომალდების ახალი სადგომი მოეწყო.

ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12 500 მ2 ტერიტორიას, რომელიც საშუალო გაბარიტიანი (Narrow-body), ICAO-ს სატანდარტებით „C” კოდის მქონე თვითმფრინავებისთვის არის გათვლილი.

რეაბილიტირდა 3 500 მ2 ტერიტორიაზე განთავსებული ვერტმფრენების სადგომიც.

აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ტავ ჯორჯიამ ინვესტიციის სახით ჩადო 6,5 მილიონი ლარი.

ბოლო 20 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დღეის მდგომარეობით 225 000 000 ამერიკულ დოლარს აღწევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…