თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება

tbilisidan batumshi frenebi

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას  თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია  TAV Georgia  ავრცელებს. 

მათივე ცნობით, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას,  Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნულ დღეებში რეისები 09:00-ზე განხორციელდება, ბათუმიდან კი 19:30-ზე.  ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print