გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

თბილისი მსოფლიოს 7 საუკეთესო მიმართულებას შორის

ყველა სიახლეზე დაბრუნება
club vistara
club vistara

ინდური ავიაკომპანია Vistara-ს საბორტო ჟურნალი მგზავრებსა და გამოცემის ონლაინ მკითხველებს საქართველოში დასვენებას ურჩევს. 

ჟურნალის წარმომადგენლებს  საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტურის ფარგლებში უმასპინძლა და საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო.

სტატიაში საოჯახო დასვენებისთვის მსოფლიოს 7 საუკეთესო მიმართულებაა წარმოდგენილი.  თბილისი შემდეგ მიმართულებს შორისაა: ლოს-ანჯელესი(აშშ), სინგაპური, მიუნხენი(გერმანია) პარო (ბჰუტანი), ოკავანგო დელტა(ბოტსვანა) და ჯაისამლერი(ინდოეთი).

თბილისზე საუბრის დასაწყისში, ჟურნალისტები ტაძრებს, ქვაფენილიან ქუჩებსა და მიმზიდველ კაფეებს ქალაქის იდენტობის ნაწილად მიიჩნევენ. ავტორები მკითხველს უზიარებენ საინტერესო მარშრუტებს: “ბავშვიან წყვილებს შეუძლიათ  ანჩისხატის ტაძრიდან დაიწყონ ფეხით სეირნობა, გაიარონ გუდიაშვილის მოედანი და სიყვარულის ხიდამდე მივიდნენ“,- ვკითხულობთ სტატიაში.

მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებულად გამოარჩევენ ფუნიკულიორიდან და რიყის პარკის საჰაერო ბურთიდან გაშლილ ქალაქის ხედებს. ინდოელ ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ ლეღვთახევის ჩანჩქერისა და გოგირდის აბანოების მოხსენიებაც. „თბილისური თავგადასავალი დააგვირგვინეთ საუცხოო ხაჭაპურით, კერძებით სავსე გობით და ადგილობრივი ღვინით“.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ავიაკომპანია Vistara-ს შერწყმა ინდოეთის უმსხვილეს ავიაკომპანია IndiGo-სთან.   IndiGo თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს დელიდან ასრულებს.

https://magazine.airvistara.com/suitcase/7-bucketlist-destinations

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…