გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

თბილისი –კოპენჰაგენის მიმართულებით ფრენები დაიწყო

ყველა სიახლეზე დაბრუნება
tbilisi kopenhagenis mimartulebit frenebi
tbilisi kopenhagenis mimartulebit frenebi

27 ივნისს თბილისიდან დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაიწყო. რეისებს ბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian Air შეასრულებს. რეგულარული საჰაერო ხაზის ამოქმედების მიზნით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ კომპანიას ფინანსური სტიმულის სახით ჯამში 400,000 ევრო შესთავაზა.

ხელშეკრულების მიხედვით, Norwegian Air თბილისისა და კოპენჰაგენის მიმართულებით ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებს, ხოლო საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიას თითოეულ ჩამოყვანილ მგზავრზე განსაზღვრულ თანხას გადაუხდის.

Norwegian-ის ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, უახლოეს თარიღებში, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, თბილისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით ბილეთის ფასი 81 ევროდან იწყება და 313 ევრომდე აღწევს. რეისები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.

რაც შეეხება კოპენჰაგენიდან თბილისში დაბრუნებას, 27 ივნისის მდგომარეობით, ბილეთის ფასი 530 ევროა, თუმცა ივლისსა და აგვისტოში დაბრუნების ბილეთები 121 ევროდან 325 ევრომდე მერყეობს.

ხელშეკრულების თანახმად, პირველი საოპერაციო პერიოდი 2026 წლის 27 ივნისიდან 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში Norwegian Air თითოეულ შემომყვან მგზავრზე 60 ევროს მიიღებს. ამავე ეტაპზე ავიაკომპანიისთვის გადასახდელი სტიმულის მაქსიმალური თვიური ოდენობა 66,667 ევროა.

მეორე ეტაპზე, 2026 წლის 28 სექტემბრიდან 27 დეკემბრამდე, სუბსიდია ერთ მგზავრზე 35 ევრომდე შემცირდება, ხოლო თვიური ლიმიტი 40,000 ევრო იქნება.

მესამე ეტაპზე, 2026 წლის 28 დეკემბრიდან ხელშეკრულების დასრულებამდე, Norwegian Air თითოეულ მგზავრზე 15 ევროს მიიღებს, ხოლო თვიური ლიმიტი 13,333 ევროს შეადგენს.

დოკუმენტის მიხედვით, ავიაკომპანიისთვის გადასახდელი სტიმულის საერთო მოცულობა 400,000 ევროს არ უნდა აღემატებოდეს, მიუხედავად იმისა, რამდენ მგზავრზე გახდება თანხის დარიცხვა შესაძლებელი.

ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად Norwegian Air-მა ყოველთვიურად მინიმუმ ორი რეგულარული რეისი უნდა შეასრულოს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს, რომ რეისების გაუქმების ან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამის თვეში სტიმული აღარ გაიცემა.

ცნობისთვის, საქართველოდან კოპენჰაგენის მიმართულებით რეისებს ადრე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air ასრულებდა, თუმცა გასულ წელს აღნიშნული მიმართულება შეწყდა.

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…