TAV Georgia-ს ინვესტიციები თბილისსა და ბათუმში გრძელდება

Tbilisi International Airport

ტავ ჯორჯია განაგრძობს ინვესტირებას თბილისისა და ბათუმის  საერთაშორისო აეროპორტების ტექნოლოგიურ განვითარებაში და სერვისების გაციფრულებაში. ბოლო 5 წლის განმავლობაში TAV Airports-ის შვილობილმა კომპანიამ TAV Technologies  თბილისში რამდენიმე ეტაპიანი სამუშაოები განახორციელა, რათა ქვეყნის მთავარი აეროპორტი პასუხობდეს თანამედროვეობის გამოწვევებს და  პროცედურების გამარტივებით მგზავრებს შესთავაზოს დამატებითი კომფორტი.

მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ტავ ჯორჯიამ აღნიშნულ პროექტებში 6.5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.  

IT მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების გარდა, ტავ ჯორჯია მიმდინარე ხარჯების ფარგლებში ყოველწლიურად 6 მილიონ ლარამდე მიმართავს აიტი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისა და ხარისხის უზრუნველყოფისთვის, ვინაიდან დაცული, სტაბილური და ეფექტური აიტი ინფრასტრუქტურა  კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ავიაციაში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაინერგა მგზავრთა ჩასხდომის თვითმომსახურების სისტემა ე.წ. E Gate, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს ხანგრძლივ რიგს თავი აარიდონ და უფრო კომფორტულად ჩასხდნენ თვითმფრინავში ხიდის საშუალებით.

2024 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში E Gate-ის ერთი გასასვლელი  ფუნქციონირებს, 2025 წლიდან კი კიდევ ორი დაემატება. 2024 წლის აგვისტოდან დღემდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ სერვისით 50 000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა.

აეროპორტის გაფრენის ტერმინალში მოეწყო თვითრეგისტრაციის დახლები.  Self Check-in – ის 2 კიოსკის სისტემაში უკვე ჩართულია  რამდენიმე ავიაკომპანია. მათ შორის Air France, LOT Polish Airlines,  Qatar Airways, Turkish Airlines.  იგეგმება კიოსკების რაოდენობის გაზრდა და უფრო მეტი ავიაკომპანიის ინტეგრაცია სისტემაში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოეწყო ავტომატიზირებული ავტოსადგომი. CarPark-ის თვითმომსახურების სისტემა რიგების წარმოქმნის პრობლემას ხსნის და აეროპორტში მოსვლას მგზავრებისთვის მეტად კომფორტულს ხდის. ასევე, გასულ წელს  თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში განახლდა ფრენების შესახებ ინფორმაციის ჩვენების სისტემა FIDS-ი, რამაც მგზავრებისთვის ინფორმაციის მიწოდების მოქნილობა და ხარისხი გაზარდა.

TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია TAV Technologies ავიაციის სექტორში ლიდერი IT ინტეგრატორია.

ეს კომპანია ტექნოლოგიების განვითარებასა და სერვისების გაციფრულებაზე 20 ქვეყნის 50-ზე მეტ აეროპორტში მუშაობს. TAV Technologies-ის მიერ დანერგილი სისტემებით წლიურად 400 მილიონი მგზავრი სარგებლობს.

მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში TAV Technologies-ის სერვისები სამ საერთაშორისო აეროპორტშია დანერგილი. ესენია: თბილისის, ბათუმისა და ბაქოს საერთაშორისო აეროპორტები.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები