გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ტავ ჯორჯია საქართველოში საქმანობის 20 წელს აღნიშნავს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Tamar Ioseliani
Tamar Ioseliani

ტავ ჯორჯია საქართველოში საქმანობის 20 წელს აღნიშნავს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიპლომატიური კორპუსი, ავიაციისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობა დაესწრო. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თამარ იოსელიანის განცხადებით, TAV Airports-ის საქართველოში 20 წლიანი მოღვაწეობა საქართველოს მთავრობასა და კერძო პარტნიორს შორის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. 

,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნის საავიაციო სექტორისთვის. ჩვენ აღვნიშნავთ TAV Airports-ის საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილეს. ეს არის ნამდვილად, საქართველოს მთავრობასა და კერძო პარტნიორს შორის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად გავიარეთ ბევრი სირთულე ჩვენი აეროპორტების განვითარების გზაზე. 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში TAV Airports-მა მოღვაწეობა დაიწყო იმ დროს, როცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადი სულ რაღაც 550 ათასამდე მგზავრი იყო.  ახლა კი გავიზარდეთ და წლიურად ვემსახურებით 5 მილიონზე მეტ მგზავრს,-‘’განაცხადა თამარ იოსელიანმა. 

მისივე თქმით, 2025 წლის იანვარ–აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა ჯამურად 5.6 მილიონ მგზავრს მოემსახურეს, რაც სექტორის უპრეცედენტო განვითარებას უსვამს ხაზს. 

ტავ ჯორჯია – TAV Airports-ის პირველი საერთაშორისო პროექტი იყო, რომელიც თურქეთის საზღვრებს გარეთ განხორციელდა. TAV Georgia აღნიშნავს, რომ კომპანია მომავალშიც განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…