გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

TAV Georgia ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
TAV Georgia
TAV Georgia

მგზავრთნაკადის მატების ფონზე ტავ ჯორჯია განაგრძობს ინვესტირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურაში. ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველმა კომპანიამ თბილისის ტერმინალებისა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა გაფრენის ტერმინალის  საპასპორტო შემოწმების  ზონაში. აღნიშნული სივრცე   61%-ით გაფართოვდა (710 მ2-მდე),  საპასპორტო გამშვები პუნქტების რაოდენობა კი ამავე ზონაში 18-იდან 26-მდე გაიზარდა, რაც 44%-იანი მატებაა. ასევე, გაფრენის ტერმინალში Primeclass Lounge-ის ფართობის 84%-ით გაზრდასთან ერთად  აეროპორტის სერვისებს დაემატა სწრაფი გასასვლელი (Fast Track), რაც  მგზავრებს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გაიარონ უსაფრთხოების და საზღვრის კონტროლი.

36%-ით გაფართოვდა (925 მ2-მდე)  მოფრენის ტერმინალის საპასპორტო შემოწმების ზონა. ამავე ზონაში  საპასპორტო გამშვები პუნქტების რაოდენობა   18-დან 26-მდე გაიზარდა, რაც  44%-იანი მატებაა.  ტერმინალის შიდა სივრცეში ინტეგრირდა შენობის უფუნქციო ტერასებიც.

ასევე, მგზავრებისთვის კომფორტის შესაქმნელად და აეროპორტის ოპერაციული პროცესების გასაუმჯობესებლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამონტაჟდა სრულიად ახალი სამგზავრო და სატვირთო ლიფტები.

რაც შეეხება ტერმინალების მიმდებარე ტერიტორიას –  სამგზავრო ტერმინალის წინ განახლდა გზის ხელოვნური საფარი 7700 მ2 ფართობზე. ასევე, მოეწყო ახალი საპარკინგე სივრცეები. ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 1100 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის ზონებია.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯია საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დღეის მდგომარეობით 227 000 000 ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…