გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

TAV Georgia – გარემოსდაცვითი ინიციატივები და ინოვაციები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

ყველა სიახლეზე დაბრუნება
sparklo
sparklo

კორპორაციული მდგრადობის კამპანიის ფარგლებში, ტავ ჯორჯია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე პროექტს ახორციელებს და ამ პროექტების მიზნებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი გარემოზე ზემოქმედების შემცირებაა.

იმისთვის, რომ რაც შეიძლება ცოტა პლასტმასა, პოლიეთილენი და ალუმინის ქილა მოხვდეს ნაგავსაყრელებსა და თბილისის ქუჩებში, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალებთან კომპანია Sparklo-ს აპარატები დაიდგა.

ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ამ აპარატებში პლასტმასის ბოთლები და ალუმინის ქილები მოათავსოს და სანაცვლოდ ქულები მიიღოს, რომელსაც Sparklo-ს აპლიკაციის საშუალებით დახარჯავს. ეს კომპანია 10-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და მისი მიზანი სწორედ მწვანე მომავლის ხელშეწყობაა. Sparklo-ს აპლიკაცია საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება, რაც მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი პირდაპირ და დადებითად აისახება გარემოზე.

ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თანამშრომლობს ქართულ სტარტაპ „ტენესთან“, რომელიც თავის მხრივ საერთაშორისო კომპანია Sparklo-ს პარტნიორია. აეროპორტში განთავსებულ ყუთებში შეგროვებულ პლასტმასასა და პოლიეთილენს „ტენე“ გადაამუშავებს და უმაღლესი ხარისხის USB კაბელებად გარდაქმნის.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ფრანგული ADP ჯგუფის წევრია და ინოვაციებისა და მდგრადობის მიმართულებით სწორედ ამ ჯგუფის მიერ გაწერილი სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებს. ტავ ჯორჯია ინოვაციებისა და მდგრადობის ხელშემწყობ პროექტებს 2025 წელსაც გეგმავს. ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ტავ ჯორჯიას გუნდი უკვე მუშაობს საინფორმაციო რობოტების სერვისის დანერგვაა. ეს მომსახურება ხელოვნურ ინტელექტზე იქნება დაფუძნებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…