გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

Tav Georgia ავსტრალიაში, Routes Asia-ზეა წარმოდგენილი

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Routes Asia
Routes Asia

ავსტრალიის ქალაქ პერთში საერთაშორისო გამოფენა Routes Asia მიმდინარეობს, სადაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს TAV Airports-ის მარკეტინგის დეპარტამენტი წარმოადგენს.

სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ღონისძიების ფარგლებში უკვე შედგა შეხვედრა ათობით ავიაკომპანიასთან.

ამ შეხვედრების ფარგლებში, TAV Airports-ის წარმომადგენლებმა ავიაკომპანიებს გააცნეს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების სერვისები და პოტენციალი.

Routes Asia წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ღონისძიებას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომლის მიზანიც ავიაკომპანიების, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისა და აეროპორტების ერთ სივრცეში თავმოყრაა.

წლევანდელ შეხვედრაში 600-ზე მეტი ბიზნეს-სუბიექტი მონაწილეობს.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯია მუდმივად მუშაობს ახალი მიმართულებების განვითარებაზე.

მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2025 წელს 8 ახალი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას, მათ შორის British Airways, EasyJet, Edelweiss, Transavia France, Air Serbia და სხვ.

ბათუმიდან კი ოპერირებას იწყებს 3 ახალი ავიაკომპანია. რაც შეეხება მიმართულებებს, თბილისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 13 ახალი მიმართულება ემატება, ბათუმიდან კი 4.

მიმართულებების განვითარებისა და ავიაკომპანიებთან წარმატებული ურთიერთობის გამო Routes Europe 2025-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…