გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

სწორი განვითარებით 2-3 წელში აღმოცენდება MICE ტურიზმი

ყველა სიახლეზე დაბრუნება
irma kodua
irma kodua

სწორი განვითარების პირობებში, 2-3 წელში საქართველო რუკაზე აღმოცენდება, როგორც საინტერესო მიმართულება MICE ტურიზმის კუთხით, – ამის შესახებ საქმიანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელმა ირმა კოდუამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, MICE ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ქვეყანაში სტაბილური გარემო და ინფრასტრუქტურული პროდუქტების განვითარებაა. 

“MICE ტურიზმი საკმაოდ შემოსავლიანია და ეხმარება არა მხოლოდ სასტუმროების დატვირთვას, არამედ მთლიან ინფრასტრუქტურას მოიცავს, მათ შორის, როგორიც არის რესტორნები, სხვადასხვა ტიპის გასართობი თუ შემეცნებითი ობიექტები. ჩამოსული სტუმარიც საკმაოდ მაღალმხარჯველუნარიანია.

ქვეყანაში განვითარებული ნებისმიერი მოვლენა სწრაფად აისახება ტენდენციებზე. ამ ეტაპზე, ბოლო სამი წელია საკმაოდ შემცირებულია ტენდენცია და ვერ ვიტყვით, რომ ციფრები მზარდია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას პოტენციალი ნამდვილად აქვს.

შედარებისთვის სამოგზაურო ტურიზმის ბიუჯეტი ერთ მოქალაქეზე 300-დან 500-დოლარამდე, ხოლო თუ საქმიან ტურისტზე გვაქვს საუბარი, აქ ბიუჯეტი 500-დან 1500 დოლარამდე შეიძლება იყოს. 

პანდემიამდელ პერიოდში საკმაოდ კარგი ზრდა გვქონდა. იმ მაჩვენებლებს, რომ დავუბრუნდეთ პირველ რიგში სტაბილური გარემო, ინფრასტრუქტურული პროდუქტების და სხვადასხვა ტიპის მომსახურებების განვითარება გვჭირდება, რაც პანდემიამდე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა.

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საკონვენციო ცენტრის არსებობდა. ჩვენ გვაქვს “ექსპო ჯორჯია”, თუმცა მინიმუმ 2000 კაცს, რომ მოემსახურება მსგავსი ტიპის საკონვენციო ცენტრი თუ გვექნება, საქართველო საკმაოდ დიდ ინტერესს გამოიწვევს”, – აცხადებს ირმა კოდუა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…