გადასვლა მთავარ შიგთავსზე
ქვემო ქართლიtravelnews.ge

სურამში Hilton- ის ნაცვლად Aparthotel-ი აშენდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Surami Aparthotel
Surami Aparthotel

სურამში Aparthotel-ის პროექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ინვესტიციამ უკვე 8 მილიონ ლარს გადააჭარბა.

როგორც პროექტის ინვესტორმა, ბიზნესმენმა, შპს “ბაიანთხევის” დირექტორმა ვალერი გელაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, თავდაპირველად ადგილზე Hilton-ის ბრენდის სასტუმროს აშენება იგეგმებოდა, თუმცა ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით კონცეფცია შეიცვალა.

“სურამში ვაშენებთ აპარტამენტებს. თავდაპირველად, გვსურდა სასტუმროს აშენება, რომელიც Hilton-ის ბრენდის ქვეშ იმუშავებდა. აღნიშნულზე ბრენდთანაც გვქონდა შეთანხმება მიღწეული, თუმცა ჩვენვე შევცვალეთ კონცეფცია. აღნიშნულის მიზეზი გახდა ის,რომ ვფიქრობთ, სასტუმრო ბიზნესი დღეს საქართველოში კარგ მდგომარეობაში არ არის და სწორედ ამიტომ შევცვალეთ კონცეფცია. დღეს სასტუმროები მთელ საქართველოში ცუდ მდგომარეობაში იქნება,  ახლა ჩვენი ობიექტი იქნება Aparthotel-ი (ბინის ტიპის სასტუმრო – აქვს სამზარეულო და საცხოვრებელი სივრცე, მაგრამ ამავე დროს გთავაზობთ სასტუმროს მომსახურებასაც, როგორიცაა მაგალითად, დასუფთავება და მიმღები), სადაც თითოეულ აპარტამენტს მესაკუთრე ეყოლება და მოხდება გაქირავებაც. 

ამჟამად, ერთი კორპუსი აშენებული გვაქვს და ვგეგმავთ, მეორე კორპუსის დამატებას. პირველი კორპუსი 6 სართულს და 72 აპარტამენტს მოიცავს, ხოლო მეორე კორპუსის დაგეგმარება ახლა მიმდინარეობს, თუმცა ჯამში 500 კვ.მ იქნება. ობიექტის რეგისტრაციის შემდეგ დავიწყებთ გაყიდვებს”, – აცხადებს ვალერი გელაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ პროექტის საბოლოო ინვესტიცია დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი და Aparthotel-ის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება – პროექტის სახელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…