გადასვლა მთავარ შიგთავსზე
სამეგრელო - ზემო სვანეთიtravelnews.ge

“სტუმრების დაახლოებით 70% საქმიანი ვიზიტითაა ჩამოსული”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
leto
leto

ზუგდიდის ცენტრში მდებარე 5 ვარსკვლავიანი ბუტიკ სასტუმრო “ლეთო” ზაფხულის სეზონს სიახლეებით ხვდება.

როგორც სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერმა ნათია ზარანდიამ “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, “ლეთომ” კაფე და 200 კაცზე გათვლილი რესტორანი დაამატა, რომელიც ყოველ დღე მუშაობს.

მისივე ინფორმაციით, “ლეთო” ზაფხულის სეზონზე 100%-იან დატვირთულობას ელოდება.

“ამ ეტაზე სასტუმრო 70%-ით არის დატვირთული.  გასული წლის  ზაფხულის სეზონი 100%-ით დატვირთული იყო. რაც შეეხება ამ წლის ზაფხულის სეზონს –  ჯავშნებს უკვე ვიღებთ (30%-ი უკვე დარეზერვებულია).  რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ სრული დატვირთვა გვექნება.

ჯავშნები ძირითადად ტურისტული კომპანიებისგან შემოდის. ველოდებით, რომ შარშანდელზე უკეთესი სეზონი გვექნება, ვინაიდან ჩვენი სასტუმრო არის ბიზნესტიპის, ამიტომ ჩვენი უცხოელი ვიზიტორების დაახლოებით, 70% საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სტუმარია, ხოლო დანარჩენი –  ტურისტი.

წინა წელთან შედარებით სასტუმროში სხვადასხვა სერვისი დავამატეთ, მათ შორის, გავხსენით კაფე და რესტორანი. ფასები იგივე დავტოვეთ და ვცდილობთ, მომხმარებლებს ბევრი სიახლე შევთავაზოთ”, – აცხადებს ნათია ზარანდია.

შეგახსენებთ, ბუტიკ სასტუმრო „ლეთო“ 2019 წელს გაიხსნა. პროექტის მთავარი მიზანი იყო, შექმნილიყო პროდუქტი იმ რეგიონში, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში, თუმცა – ტურისტულად ნაკლებად დატვირთული. “ლეთოს” მისიას უცხოელებისთვის და ქართველებისთვის ზუგდიდის გაცნობა და მისით დაინტერესება წარმოადგენდა. თანამედროვე დიზაინით შექმნილი რამდენიმე კატეგორიად დაყოფილ 39 კეთილმოწყობილ ნომერს სთავაზობს.

5 ვარსკვალვიანი ბუტიკ სასტუმრო „ლეთო“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…