გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

სპექტაკლი აფხაზეთზე – პრემიერა სოხუმის თეატრში

ყველა სიახლეზე დაბრუნება
iq chventan
iq chventan

12 ივნისს, 20:00 საათზე, სოხუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის „იქ, ჩვენთან“ პრემიერა გაიმართება. 

ფსიქოლოგიურ დრამაში, მოქმედება თანამედროვე დროს, აფხაზეთში ვითარდება. ერთ-ერთ შერეულ ოჯახს, სადაც ქმარი აფხაზია, ხოლო ცოლი – ქართველი, პატარა, საოჯახო სასტუმრო აქვს, რომელსაც არცთუ ისე ხშირად ჰყავს მდგმურები.

ნესტორისა და ნინოს ერთადერთი მოზარდი შვილი საბი წიგნაკში ლექსებს წერს, თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს და როგორც ამბობს, გამუდმებით „ცოტაოდენ სილამაზეს ეძებს მახინჯ სამყაროში“, მაგრამ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მისი გაგება უჭირთ და „უცნაურსა“ და „ეშმაკის მიერ შეპყრობილს“ უწოდებენ. გარშემო არსებული ვითარების გამო, საბი მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის და სასტიკი რეალობის მიღება უჭირს.

ენგურს მიღმა არსებულ სახლში, თავს იყრიან საოჯახო საქმეებით დაკავებული ინდივიდები, მდგმური, რუსულენოვანი მღვდელი და თბილისში ნასწავლი აფხაზი ექიმი. სპექტაკლის მსვლელობისას ამ ადამიანების ირგვლივ მოვლენები ძალიან საინტერესოდ, მძაფრად და მოულოდნელად ვითარდება, საიდანაც საბოლოო ჯამში, ნათლად იკვეთება თუ რა გარემოებების გამოა მოწყვეტილი ჩვენი ქვეყნისგან… აფხაზეთი.

რეჟისორი და ტექსტის ავტორი: მერაბ ყოლბაია

მხატვარი: ნინო ქუთელია

მუსიკალური გაფორმება: მერაბ ყოლბაია

რეჟისორის თანაშემწე: სვეტლანა გოგოხია

მონაწილეობენ:

ნიკა ჭკადუა (საბი აჩბა), ედემი ხვიჩია (ნესტორ აჩბა), ლელა შარაბიძე (ნინო), ჯულიეტა პაკელიანი (ანტისა), ლალიკო ღერკენაშვილი (ადელი), ლევან ლეჟავა (დაური), დავით ბერაძე (გარენი), მერაბ ყოლბაია (ეგორი).

ერთი მოქმედება, ხანგრძლივობა: 1 სთ. და 50 წთ.

ასაკობრივი შეზღუდვა: 10+

მისამართი: დ. უზნაძის ქ.68

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…